Friday, July 16, 2010

ბუნება და ადამიანი

1. სახელი:ბუნება და ადამიანი
2. პროექტის მოკლე აღწერა:ბუნების ზემოქმედება ადამიანზე და პირიქით
3. პროექტის სრული აღწერა:პროექტის მონაწილეები გარკვეული დროის განმავლობაში შეეცდებიან შეაგროვონ მასალები ლიტერატურიდან ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ და ამ მასალებზე დაყრდნობით აწარმოონ დაკვირვება, თუ როგორი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ბუნებას ადამიანზე და პირიქით ადამიანები როგორ ექცევიან ბუნებას.მოძებული მასალების საშუალებით ბავშვები დაინახავენ თუ როგორ მოქმედებს ბუნება ადამიანის გუნება განწყობილებაზე, როგორ შეუძლია მას დადებითი განწყობის შექმნა, დარდის გაქარვება და სხვა უამრავი სიკეთის მოტანა.დაგეგმავენ ექსკურსიებს და ლაშქრობებს სხვადასხვა ადგილებში დადაკვირდებიან მცენარეებს.
4. მონაწილეთა ასაკი:v-x კლასის მოსწავლეები
5. ვადები:ერთი თვე
6. პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში:ჩატარდება ინტეგრირებული გაკვეთილები ქართულისა და ბიოლოგიის მასწავლებლების მიერ.პერიოდულად მოხდება მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით ბუნებაში გასვლა და დაკვირვების მოხდენა და დისკუსიის გამართვა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.
7. მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები ისწავლიან დაკვირვებას ბუნებაზე და მის ზემოქმედებაზე,გაიაზრებენ ბუნების მნიშვნელობას ამ მხრივ,შეარჩევენ ისეთ ადგილებს,სადაც მათი აზრით კურორტისთვის შესაფერისი ბუნებაა და ასევე რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მათ.აგრეთვე დააკვირდებიან როგორ ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე დანაგვიანებული ბუნება და რომ თვითონაცარ უნდა დააგვიანონ.
8. სარგებელი სხვებისათვის:ზოგჯერ ბავშვის აზრიც შეიძლება გავითვალისწინოთ და ხელი შევუწყოთ საკურორტო ბიზნესს,აგრეთვე პატარაობიდან მიეჩვევიან და სხვებსაც მისცემენ შენისვნებს ბუნების დანაგვიანების თაობაზე.
9. სამუშაო ენა:ქართული
10. საგნებთან კავშირი:ქართული, ბიოლოგია,ეკონომიკა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:........................
12. პროექტის ავტორი სახელი:ნათელა რიჟვაძე,ლიანა აბულაძე
13. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა:lakunabequna@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:ნათელას ბლოგი